ფონდის შესახებ

ფონდი - "კულტურული მემკვიდრეობა საზღვრებს გარეშე" დაარსდა 2003 წლის სექტემბერში.

ფონდის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს ქართული კულტუტული მემკვიდრეობის ძეგლების შესწავლასა და პოპულარიზაციას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ფონდის მიერ უკვე განხორციელებნულ პროექტაგან აღსანიშნავია:

  • "ტაო-კლარჯეთის ვირტუალური მუზეუმი":მრავალენოვანი ვებ-გვერდის შექმნა თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ტაო-კლარჯეთის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. 2007. UNESCO
  • ზაქარია ჭიჭინაძის წიგნის "თავდგირიძიანთ გვარის ღალატი და ალი ფაშა თავდგირიძე" გამოცემა. 2007
  • ცხინვალის პოსტკონფლიქტურ ზონაში მდებარე ავნევის XIV-XV სს ეკლესიის აზომვა, დაფიქსირება და შესწავლა. 2005
  • სტამბულის ქართული მონასტრის უნიკალური წიგნთსაცავის კატალოგიზაცია. 2005. TBC. "თურქეთ-საქართველოს განათლებისა და კულტურის ფონდი". 2005
  • ისტორიულ ტაო-კლარჯეთში ექსპედიციების ორგანიზება. 2004-2006

  • წიგნის "ტაო-კლარჯეთი" გამოცემა. ი. გივიაშვილი. ი. კოპლატაძე. 2004

ამჟამად ფონდი კვლავ UNESCO-ს ეგიდით მუშაობს ახალი პროექტის განხორციელებაზე.