მარიობა

ისტორიული ტაო-კლარჯეთის მხარეში უხვად არის შემორჩენილი უძველესი ქართული დღესასწაულები. მათგან ყველაზე პოპულარულია “მარიობა” - მარიამობის დღესასწაული, რომელიც აგვისტოს თვეში აღინიშნება, ისე როგორც საქართველოში. თუმცა, უკანასკნელ წლებამდე მოსახლეობის უმეტესობამ არც კი იცოდა, თუ რა მოვლენას უკვშირდებოდა აგვისტოს თვეში მარიობის დღის საერთო-სახალხო აღნიშვნა, რომელიც ადგილობრივი გადმოცემებით ძველად რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდებოდა ხოლმე. მარიობა განსაკუთრებით პოპულარულია იმერხევში: სოფ. ბაზგირეთში, მეიდანჩიკის (ძვ. დიობანი) ზემოთ მდებარე სოფ. სათავეებში, სოფ. ესქიყალესა (ძვ. უსტამისი, წეფთა) და შავშეთში. სხვა კუთხეებში აგვისტოს ამ დღესასწაულებს უკვე სახელები შეუცვლიათ (მაგ. “თაფლის” ფესტივალი - მაჭახელაში). ამასთან ერთად, იმავე ბაზგირეთსა და უსტამისში ვხვდებით “ბერიკაობის” დღესასწაულის უძველეს ნიმუშებს (იხ. შესაბამისი ბმულები ქვემოთ).

სასიხარულოა, რომ ამ ფესტივალებში წლიდან წლამდე მატულობს საქართველოდან ჩამოსულ სტუმართა თუ ფოლკლორული ჯგუფების რიცხვიც, რომელთა “ხილვის” საშუალებაც ამ გვერდზე თქვენც გექნებათ.

ქვემოთ წარმოდგენილია 2007 და წინა წლებში ამ ეგზოტიკური ტრადიციის ამსახველი რამდენიმე ვიზუალური მასალა:

I. ბაზგირეთის მარიობა

1.Marioba წყარო: ChveneburiNet

2.gogni gogni gogojan წყარო: imerhevi

3.Xelgashlila წყარო: imerhevi

4.marioba2007 From: imerhevi

5.Bazgiret Marioba 2 From: imerhevi

6.Gogni Gogni Gogocan

7.bazgiret 2007

II. სათავეების ფესტივალი

1.Satave Gevrek Festivali

2.SATAVE GEVREK FESTİVALİ (İMERHEV)

III. უსტამისის (წეფთის, ესქიყალეს) ფესტივალი

1.USTAMİS(Eskikale Köyü)BEROBANİ 1

2.USTAMİS(Eskikale Köyü)BEROBANİ 2

3.USTAMİS(Eskikale Köyü)BEROBANİ 3

4.USTAMİS(Eskikale Köyü)BEROBANİ 4

IV. SavSeTis festivali

şavşat sahara şenliği 2007 dilfez www.artvinfm.tr.gg

V. ვაკეთის ფესტივალი

imerhev vaket

VI. ათაბარის ფესტივალი 27 აგვისტო 2007

Atabarı - Koçbayır Şenlikleri - 2007 04:25 წყარო: TurkGurcu

VII. მაჭახელას (თაფლის) ფესტივალი

BAYAR ŞAHİN - ELİYA GOGO

VIII. მაჭუკას ფესტივალი

2007 წლის ექსპედიციის დროს ჩვენ დავაფიქსირეთ აგრეთვე ტრაპიზონის ზემოთ მდებარე მაჭუკის ტრადიციული ფესტივალი, რომელიც ამ დღისათვის სპეციალურად მოწვეულმა ბათუმის პირველი საშუალო სკოლის მოსწავლეთა ცეკვის ანსამბლმა დაამშვენა (იხ. ქვემოთ).

IG

 

IX. ართვინის ფესტივალი კავკასორი

ამ ფესტივალებს შორის ყველაზე ძველი, ორიგინალური და თავისი მასშტაბებით გამორჩეულია ართვინის “კავკასორი”, ანუ ხარების ბრძოლა. როგორც ცნობილია, ძველი დროიდან ეს ტრადიცია საქართველოში მხოლოდ ხევსურეთში ყოფილა შემორჩენილი, თუმცა დღემდე ის მხოლოდ ართვინმა შემოინახა.

Kafkasör 2007 Artvin

 

IG