ტაო-კლარჯეთი ვირტუალური სამყაროა. . .

ეს არის პირობითი სახელი, რომელიც მეცნიერებმა დაამკვიდრეს, რათა აღენიშნათ თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციებში არსებული შუა საუკუნეების საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა. სახელისათვის ტაოსა და კლარჯეთის სამთავროების სახელები აიღეს; საკუთრივ ტაოსა და კლარჯეთის გარდა იგულისხმებოდა ერუშეთი, არტაანი, კოლა, ოლთისი, შავშეთი, სპერი...

ვირტუალური ტაო-კლარჯეთი დღეს გაცილებით უფრო მეტია ვიდრე უძრავი ძეგლები მდებარე ართვინის, არდაჰანის, ერზრუმისა და ყარსი სვილაეთებში. ხელოვნების უამრავი ნიმუში თუ ისტორიული დოკუმენტი - დაცული საქართველოს, თურქეთისა თუ სხვადასხვა ქვეყნების მუზეუმებსა თუ წიგნთსაცავებში, ასევე ის ძეგლები, რომელთა შესახებ ცნობები გაგვაჩნია, მაგრამ დღეს დაკარგული ან განადგურებულია და წარმომავლობითა თუ ისტორიით ამ მხარეებს უკავშირდება - დღეს ვირტუალური ტაო-კლარჯეთის ნაწილს შეადგენს.

ამ ვებ-გვერდის საშუალებით ჩვენ შევეცდებით ერთად წარმოგიდგინოთ დროში აცდენილი და სივრცეში გაფანტული ტაო-კლარჯეთის კულტურული მემკვიდრეობა, მათი შემოქმედნი და მათზე მოამაგენი. ყველას, ვისაც გააჩნია საინტერესო მასალა, ინფორმაცია, სამეცნიერო პუბლიკაცია თუ მოსაზრება მოვუწოდებთ თანამშრომლობისაკენ. ჩვენი ვირტუალურ ისამყარო ღიაა მოგზაურებისთვის და დამთვარიელებლებისათვისაც.

შემოგვეხმიანეთ, გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები, მოგვწერეთ შენიშვნები, მოგვაწოდეთ მასალები!

აქ არ არსებობს საზღვრები, არ არსებობს დრო...

ხახული - არწივი